ზელენსკი: ომის დასრულებისთვის ზოგიერთი დოკუმენტი ხელმოსაწერად იანვარში იქნება მზად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში შემუშავდა, ხელმოსაწერად იანვარში იქნება მზად.
„ჩვენ ვთავაზობთ: მრჩევლები იანვარში შეხვდნენ ერთმანეთს, ლიდერებიც იანვარში შეხვდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებლობა, ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის ლიდერები იანვარში შეხვდნენ ერთმანეთს. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ხელმოსაწერად იანვარში აუცილებლად მზად იქნება“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ დოკუმენტებს გულისხმობდა.
მანვე დასძინა, რომ ყველაფერი „მხარეების შესაძლებლობებსა და სურვილზეა დამოკიდებული, რომ ხელი მოაწერონ“.