საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.