ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე

გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შსს-ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს. საკადრო კუთხითაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა. გყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცველ უწყებებში და ამან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. აქ გამოვყოფდი ორგანიზებულ დანაშაულს, სადაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს ცალკე გამოვყოფდი.

გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. სტატისტიკურ მონაცემებს გავიხსენებ -1955 ნარკორეალიზატორია მარტო დაკავებული. იყო უმძიმესი ვითარება და იყო საჭირო აქტიური ჩარევა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად მოგვეგვარებინა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალიან აქტიური მუშაობა. ასევე შსს-ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და აქაც მარტივი სტატისტიკა რომ გავიხსენოთ, წელს იმდენივე არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რამდენიც გასული 7 წლის განმავლობაში მთლიანად აღებული. ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები