ტეხასის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა
ტეხასის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა რიკ პერიმ აშშ-ს უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე პოლიტიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფრომაციაშია ნათქვამი.
რიკ პერი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი იქნება.
მთლიანად საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც 2016 წელს ჩატარდება, „რესპუბლიკური პარტიის“ 8 კანდიდატი მონაწილეობს. რაც შეეხება „დემოკრატიულ პარტიას“, მისგან არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით 4-მა კანდიდატმა განაცხადა, რომელთა შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს აქვს, რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, მას მესამე ვადით არჩევის უფლება აღარ აქვს.