ლატვიის პრეზიდენტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი აირჩიეს

ლატვიის პრეზიდენტად ქვეყნის პარლამენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი რაიმონდ ვეიონისი აირჩია. ვეიონისის გარდა, არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი რუსულენოვანი პარტია „სოგლასიეს“ წარმომადგენელი სერგეი დოლგოპოლოვი იყო.
თუმცა არჩევნების მეოთხე ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა. ვეიონისი 48 წლის არის. ის რუსეთში, ფსკოვის ოლქში დაიბადა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ის ნატოს გაფართოებას და ლატვიის ჯარის ორჯერ გაზრდას უჭერდა მხარს. ლატვიის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით პარლამენტის წევრები ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები