ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიშების საპასუხოდ პალესტინელი “ბოევიკების“ ინფრასტრუქტურის სამ ობიექტზე დარტყმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, არცერთ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ორი რაკეტა ქალაქ აშკელონთან და ნეტივოტესთან დაუსახლებელ ადგილებში ჩავარდა. ამის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის არმიამ ტერორისტული ინფრასტრუქტურის სამ ობიექტზე დარტყმა განახორციელა.
ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმების უკან ერთ-ერთი დაჯგუფება დგას, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან არის დაკავშირებული. ამ ვერსიის მიხედვით, ამ მეთოდს ტერორისტები პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩასაშლელად იყენებენ. ისრაელი კი პალესტინის ხელისუფლებისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულებას მოითხოვს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელმა დაჯგუფებამ დაბომბა მისი ტერიტორია.