უკრაინის არმიამ ქალაქ მარინკაზე პრორუსი „ბოევიკების“ შეტევა შეაჩერა

ოთხშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრორუსმა „ბოევიკებმა“დონეცკიდან დასავლეთით მდებარე ქალაქ მარინკაზე შეტევა განახორციელეს.
მასშტაბურ ოპერაციაში 1000-დე „ბოევიკი“ მონაწილეობდა, შეტევის დროს ჯავშანტექნიკა და არტილერიაც გამოიყენებოდა.
მარინკაზე შეტევა ოთხშაბათს დილით დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეუთოს დამკვირვებლებს აცნობეს, რომ იერიშის მოსაგერიებლად ისინი იძულებულები არიან, საბრძოლო პოზიციებზე არტილერია დააბრუნონ. ორმხრივი ცეცხლი ოთხშაბათს საღამომდე გაგრძელდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარინკა მათ კონტოლის ქვეშ რჩება და შეტევის მოგერიება შეძლეს. შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი ორივე მხრიდან მოყვა. უკრაინის მხსრიდან დაღუპულია 3, ხოლო „ბოევიკების“ მხრიდან 5 პირი. დაღუპულები და დაჭრილები ასევე მშვიდობიან მოსახლეობაშიც არიან. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება იყო თებერვალში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები