ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობას ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალა
ევროპარლამენტმა ევროკავშირში რუსეთის მთელ წარმოამდგენლობას ორგანიზაციის შენობაში შესვლა აუკრძალა. შესვლის უფლება მხოლოდ პოლიტიკურ წარმომადგენელს – ვლადიმერ ჩიჟოვს ექნება. თავად ჩიჟოვი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა მიიღო, რის შესახებაც მან ჩიჟოვს ტელეფონით შეატყობინა.
„ეს აშკარად პოლიტიზებული, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ჩიჟოვი. მანამდე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში რუსეთის დიპლომატიური მისიის თავისუფალი შესვლის შეზღუდვა არის რუსეთის მხრიდან შემოღებული ევროპელი დიპლომატების „შავ სიაზე“ პასუხი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის მიერ ამ შეზღუდვების დაწესება რუსეთს არანაირ ზიანს არ მიაყენებს, ვინაიდან „ევროპარლამეტში სიარული სულაც არ არის აუცილებელი“.