ბაშკირეთში დენთის საწყობში მომხდარი ხანძრის გამო 2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული რუსეთში, ბაშკირეთის სოფელ ურმანში დენთის საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ევაკუირებულია ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი სურვილი გამოთქვა. ამასთანავე, დასახლებაში ჯერ კიდევ რჩება 100 ადამიანი, რომლებმაც ევაკუაციაზე უარი განაცხადეს.
ტყვია-წამლის ძველ ყუთებს სოფელ ურმანის სიახლოვეს განთავსებულ ყოფილ სამხედრო საწყობებზე დენთის უტილიზაციის დროს გაუჩნდა ცეცხლი. ამის შემდეგ ცეცხლი საწყობში განთავსებულ დენთს გადაედო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.