ჩინეთში, მდინარე იანძიზე მომხდარი კატასტროფის შედეგად 430 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ჩინეთში, მდინარე იანძიზე სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად 430 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მთლიანად ხომალდ „აღმოსავლეთის ვარსკვლავზე“ კატასტროფის მომენტში 456 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ხომალდის კაპიტანი და მთავარი ინჟინერია. სამაშველო სამუშაოებში 4 ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის პოლიციელები, მეხანძრეები და სამხედროები.
შეგახსენებთ, სამგზავრო გემი „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ მდინარე იანძიზე ორი წუთის განმავლობაში ჩაიძირა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ძლიერი ქარი და შტორმი გახდა.