უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა გამწვავდა
გასულ ღამეს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედმა პრორუსმა „ბოევიკებმა“ დონეცკის ოლქის სოფლები – მარინკა და კრასნოგოროვკა საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბეს. ასევე ცეცხლი სოფელ შიროკინოსაც გაუხსნეს.
„ბოევიკები“ ლუგანსკის ოლქშიც გააქტიურდნენ. მარიინკისთვის ბრძოლა დღის განმავლობაშიც მიმდინარეობდა, რამდენიმე ათეული უკრანელი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარინკაზე თავდასხმა ფართომასშტაბიან შეტევად შეაფასეს, რომლის ბრძანებაც „ბოევიკებმა“ მოსკოვიდან მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.