გროზნოში ორგანიზაციის „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ ოფისი დაარბიეს
ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დღეს გროზნოში ორგანიზაციის „კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ამ ორგანიზაციაში შეატყობინეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დარბევას წინ უძღოდა ოფისთან გამართული მიტინგი, რომლის მონაწილეებმა გროზნოში მომხდარი ჯამბულატ დადაევის მკვლელობის გამოძიება მოითხოვეს. სწორედ ამ დროს რამდენიმე ნიღბიანი პირი კომიტეტის შენობაში შევიდა და ის დაარბია. ამასთანავე, კომიტეტის წევრ იგორ კალიაპინს მიაჩნია, რომ დადაევის საქმე აქ არაფერ შუაშია და ოფისის დარბევა ორგანიზაციის მიერ გახმაურებული საქმეების გამოძიებას უკავშირდება, რომელშიც ჩეჩენი ძალოვანები მონაწილეობენ. ჯამბულატ დადაევი 19 აპრილს გროზნოში სტავროპოლიდან ჩასულმა პოლიციელებმა მოკლეს.