„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მსახიობი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა (ვიდეო)
ბრიტანელი მსახიობი მაიკლ ენრაიტი, რომელმაც „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ ერთ-ერთი როლი შეასრულა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ქურთებს შეუერთდა. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ენრაიტი, რომელიც პირატებზე გადაღებული ფილმის მეორე ნაწილში მონაწილეობს, ფეისბუქში ქურთების თავდაცვის რაზმების ვიდეორგოლში გაჩნდა. მას ავტომატი უჭირავს და ყველას მოუწოდებს, იარაღი აიღონ და ქურთ მოხალისეებს დაეხმარონ. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გარდა, მაიკლ ენრაიტი სხვა ფილმებშიც გადაიღეს, ის ასევე რამდენიმე სერიალში მონაწილეობს.