ლატვიაში საპრეზიდენტი არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ძირითადი ბრძოლა ამ პოსტისთვის კანდიდატ რაიმონდ ვაიონისს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ეგილს ლევიტსს შორის გაიმართება.
მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა შემდეგი ვადით არჩევაზე უარი განაცხადა. გამოცემა Delfi-ს ინფორმაციით, ორივე ფავორიტი კანდიდატი მმართველ კოალიციას ეკუთვნის, რომელშიც პარტია „ერთიანობა“, „მწვანეთა და გლეხთა კავშირი“ და „ნაციონალური გაერთიანება“ შედის. ამ კანდიდატების გარდა, არჩევნებში მარტინშ ბონდარსი და სერგეი დოლგოპოლოვი მონაწილეობენ. ექსპერტების ვარაუდით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი რაიმონდ ვაიონისს აქვს, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები