ნეპალში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენს მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა და ის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით ჩამოვარდა. ეს ნეპალში ვერტმფრენის კატასტროფის პირველი შემთხვევა არ არის. მაისში ნეპალში ამერიკული სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც ასევე ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. მაშინ 8 ადამიანი დაიღუპა.
შეგასხსენებთ,რომ 7,9 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მაშინ დაიღუპა 7 ათასი ადამიანი და დაშავდა 14 ათასი.