“ფიფას” პრეზიდენტი გადადგა
“ფიფას” პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ბლატერმა ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ბლატერის შემცვლელს “ფიფას” სპეციალურ კონგრესზე აირჩევენ. ამ დრომდე კი მოვალეობის შესრულებას თავად გააგრძელებს.
იოზეფ ბლატერმა „ფიფას“ პრეზიდენტის არჩევნებში გასულ კვირას გაიმარჯვა. მის ერთადერთი კონკურენტი იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იყო, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნები მსხვილი კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. იოზეფ ბლატერს მოუწოდებდნენ გადამდგარიყო, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებდა.