მინსკში ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

მინსკში უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხზე მომუშავე ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. მუშაობა რამდენიმე ქვეჯგუფში მიდის, რომლებიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი დღეს არ იკრიბება. „ინტერფაქსის“ ცნობით, ოთხი სამუშაო ჯგუფი 6 მაისს შეიქმნა, იმ დღესვე მათი სამუშაო შეხვედრა უნდა გამართულიყო. მაგრამ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო სხდომა გადაიდო და დღეს, 2 ივნისს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები