გერმანიის ყოფილი კანცლერი რეანიმაციაში მოხვდა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი, რომელიც ქვეყანას აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დროს მართავდა, რეანიმაციაში მოხვდა.
გერმანულ ჟურნალ Bunte-ს ცნობით, კოლის მდგომარეობა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ გართულდა. 85 წლის ექსკანცლერმა ცოტა ხნის წინ ასევე თეძოს სახსრის ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად ის ქალაქ ჰაიდელბერგის ქირურგიული განყოფილების რეანიმაციაში იმყოფება. ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-დან 1998 წლამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები