ბოლივიაში პოლიციელებმა პრეზიდენტის დაცვის სამსახურს ცეცხლი გაუხსნეს

ბოლივიაში ორი პოლიციელია დაკავებული, რომლებმაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს საპრეზიდენტო დაცვის თანამშრომელთა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი ქალაქ კოჩაბამბაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორმა ნასვამმა პოლიციელმა პრეზიდენტის დაცვის თანაშრომელთან ქუჩაში იჩხუბა. პრეზიდენტის დაცვის მძღოლს აეროპორტში თვითმფრინავის პილოტი უნდა მიეყვანა. კონფლიქტი სროლით დასრულდა – პოლიციელებმა პრეზიდენტის დაცვის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ტყვიები მანქანას უკანა მხრიდან მოხვდა. მხოლოდ შემთხვევის წყალობით არავინ დაშავებულა. მსროლელები დააკავეს და მათ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალდება წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები