მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა დედამიწის გარშემო ფრენა დროებით შეაჩერა (ვიდეო)
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა, რომელიც დედამიწის გარშემო უნდა გადაფრენილიყო, დროებით ფრენა შეაჩერა. ფრენის ხელმძღვანელებმა წყნარ ოკეანეზე ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი იაპონიაში დაესვათ. თვითმფრინავი კვირას დილით ჩინეთიდან აფრინდა. ის წყნარ ოკეანეზე უნდა გადაფრენილიყო და ჰავაის კუნძულებზე დაშვებულიყო – ამ გადაფრენისთვის Solar Impulse 2-ს ექვსი დღე-ღამე დაჭირდებოდა. Solar Impulse 2-ის ფრთების სიგრძე 72 მეტრია და ის 2.3 ტონას იწონის.