სტადიონის ინციდენტის გამო დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება

ქუთაისის სტადიონზე მომხდარი ჩხუბის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ”ტორპედო”–”დინამო თბილისის” თამაშზე მომხდარი ჩხუბის გამო სულ 16 ადამიანია დაკავებული. ისინი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გულშემატკივრები ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსა” და “თბილისის დინამოს” შორის ჩაიშალა. მატჩი გუშინ ჩხუბით დასრულდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0-ს უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და „დინამოს“ ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები