“უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღოს, პრეზიდენტს მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების ფაქტს ეხმიანება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, უცხო ქვეყნის მოქალქემ საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღოს, მან მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ასევე მოტივირებულ განცხადებას თან უნდა დაურთოს ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„იმისათვის, რომ პირმა საგამონაკლისო წესით უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მან მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. თან უნდა დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც იგი არის. შესაბამისად, პირის მოტივირებული პირადი განცხადება არის სავალდებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“,-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა განაცხადის გარეშე გამონაკლისის სახით პრეზიდენტმა მიანიჭოს მოქალაქეობა, კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მოტივირებული განაცხადი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები