ნიკოლოზ მჟავანაძე: უგულავას მიერ ქეიფებსა და დროსტარებებზე თბილისის მერიიდან 1.794 783 ლარი დაიხარჯა

როგორ ხდებოდა უგულავას მიერ მერიის თანხების სააკაშვილის ბებიის, „ნაციონალების“ შემომწირველების და შოუბიზნესის წარმომადგენლების კომპანიების ანგარიშებზე. ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ ჩაატარა კვლევა თბილისის მერიის მიერ 2010-2014 წლებში სარესტორნო მომსახურებებისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გამართა და წარმოადგინა მასალები, რა თანხები იხარჯებოდა რესტორნებში მერიის მიერ, რა რაოდენობის თანხები იყო და რომელ კომპანიებზე გადაირიცხებოდა.
მოპოვებულმა ინფორმაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ხშირად ღონისძიებებზე ისეთი თანხების გადაირიცხებოდა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება რეალურ მაჩვენებელს და შესაძლოა, საქმე ფულის გათეთრებასთანაც გვქონდეს.
წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ისმის ბრალდებები სარესტორნო მომსახურებებზე მერიის მიერ კოლოსალური თანხების გადარიცხვებთან დაკავშირებით. ცოტა არ იყოს, უხერხულია ასეტი ტიპის განცხადებების გაკეთება იმ ხალხისგან, რომელიც მილიონობით ლარს ამ კუთხით ხარჯავდა.
2010 წელს მერიის ბიუჯეტიდან სულ 339049.64 ლარი (სამას ოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) გამოიყო, 1. 2011 წელს 669522.56 ლარი (ექვსას სამოცდაცხრა ათას ხუთას ოცდაორი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი), 2. 2012 წელს 489013.71 ლარი (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ცამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი), 3. 2013 წელს 258290.98 ლარი (ორას ორმოცდათვრამეტი ათას ორას ოთხმოცდაათი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი), 4. 2014 წლის პირველ ნახევარში, ივნისამდე 38907.10 ლარი (ოცდათვრამეტი ათას ცხრაას შვიდი ლარი და ათი თეთრი).
ჯამში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ 2010- 2014 წლებში ქეიფებსა და დროსტარებში მერიიდან 1.794 783 ლარი დაიხარჯა, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
,,გარდა ამისა, ღონისძიებების უდიდესი ნაწილი იმართებოდა, მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირის საკუთრებაში მყოფ რესტორნებში, როგორიც იყო რესტორანი „წისქვილი“. შპს “წისქვილი“ მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მის ბებიას – მზია წერეთელს ეკუთვნოდა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე ხნით ადრე კი ის ახალი მფლობელის, ლაშა ჩხაიძის ხელში გადავიდა.
2010 -2013 წლებში სულ რესტორან „წისქვილს“ სარესტორნე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 108399,81 ლარი (ას რვა ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი გადაერიცხა), კიდევ ერთი მაგალითი თინათინ ნიჟარაძეა, რომელიც, როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფონდის ერთ – ერთი შემწირველია. მის სახელზეა რეგისტრირებული შპს „ფართი ჰაუსი“, ასევე ის დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რომელიც ფურშეტების მოწყობას უზრუნველყოფს. 2010-2013 წლებში მისი ორივე კომპანიის ანგარიშზე 271267.07 ლარი (ორას სამოცდათერთმეტი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და შვიდი თეთრი) გადაირიცხა. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი დავით გომართელი ფლობს კომპანიას „სითი ენთერთეინმენთი“ და ასევე ის არის ინდივიდუალური მეწარმე „სითი ენთერთეინმენთის“ კუთვნილებაა city club-ი და sky bar-ი. დავით გომართელის სახელზე 2010-2012 წლებში 66064,6 ლარი (სამოცდაექვსი ათას სამოცდაოთხი ლარი და სამოცი თეთრი) გადაირიცხა.’’

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები