მიხეილ სააკაშვილი – ჩემი თანამდებობის გამოყენებას უკრაინის პრემიერობისთვის არ ვაპირებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მის მიერ დაკავებული თანამდებობის გამოყენებას იმისთვის, რომ მომავალში უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს.
„რა სისულელეა, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა მაქვს უკრაინაში“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
გამოცემა „ნოვოსტი უკრაინას“ ინფორმაციით, სააკაშვილი მაინც გეგმავს საქართველოში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მისი პროექტი ოდესაში წარმატებით განხორციელდება.
„რიდესაც ოდესაში ამ პროექტს წარმატებით განვახორციელებთ, მე საქართველოში დავბრუნდები და საქმიანობას იქ გავაგრძელებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის ბედი დღეს წყდება ოდესაში, ხარკოვში და სხვა ფრონტისწინა ქალაქებში.
„უკრაინამ ამ სტრატეგიულ ადგილებში მტრის შემოტევას უნდა გაუძლოს“, – ამბობს სააკაშვილი. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სააკაშვილის გეგმების კომენტირებისას განაცხადა, რომ ის ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქე აღარ არის. „სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით საქართველოს მოქალაქეობაზე ნებაყოფლობით უარი თქვა“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები