იემენში აშშ-ს მოქალაქეები მძევლად აიყვანეს

შიიტმა ამბოხებულებმა იემენში აშშ-ს ოთხი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ოთხივე პირი იემენის დედაქალაქ სანასთან ახლოს მდებარე ციხეში იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამერიკელები კერძო კომპანიაზე მუშაობდნენ და აშშ-ს სამთავრობო სტრუქტურებთან შეხება არ ჰქონიათ. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. ამერიკის მოქალაქეთა დაცვა ჩვენი პრიორიტეტია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები