პეკინში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება

პეკინში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ამ აკრძალვას ათასობით ინსპექტორი გააკონტროლებს, ხოლო წესების დამრღვევებს მაღალი ჯარიმა ემუქრებათ. ფიზიკურ პირებს 200, ხოლო რესტორნების და კაფეების მეპატრონეებს 10 ათასი იუანით დააჯარიმებენ. ჩინეთი დღეს თამბაქოს მოხმარების მხრივ მსოფლიო ლიდერია. ქვეყანაში 300 მილიონამდე მწეველია. ჩინეთი ადრეც ცდილობდა თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლას, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ექსპერტების შეფასებით, ახალ ინიციატივასაც საზოგადოებაში სკეპტიკურად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები