ესტონეთში გერმანიის წყალქვეშა ნავი შევიდა

ესტონეთში გერმანიის საზღვაო ძალების წყალქვეშა გემი U34 შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეტონეთის თავდაცვის მთავარი შტაბი ავრცელებს. წყალქვეშა გემს ბალტიის ზღვის ჩრდილო ნაწილის შესწავლა ევალება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ტალინში ასევე ნატოს წყალქვეშა ფლოტის მეთაური, ადმირალი მეტ ზერკლიც ჩავიდა. ადმირალის თქმით, წყალქვეშა გემის შესვლა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ემსახურება ნატოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებას.
„გემის აქ ყოფნა აჩვენებს ნატოს მზადყოფნას დაიცვას მოცემული რეგიონი, რათა არაფერი დაემუქროს ბალტიის ზღვაში გემების უსაფრთო გადაადგილებას“,- აღნიშნა ზერკლიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები