“დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იმსჯელებენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები მომდევნო სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებენ – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა. “დიდი შვიდეული” განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს. რუსეთი გააგრძელებს თავისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდას იმის გამო, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს”, – განაცხადა ერნესტმა.
თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ 2015 წლის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუმქმებაა მოსალოდნელი. “დიდი შვიდეულის” სამიტი 7-8 ივნისს ბავარიის ალპებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები