Bild: რუსეთის მთავრობამ ევროპელი პოლიტიკოსების „შავი სია“ შეადგინა

 რუსეთის მთავრობამ 89 ევროპელი პოლიტიკოსის სია შეადგინა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ეს კი რუსეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გართულების საფრთხეს შეიცავს, – ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიაში შევიდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და სამხედროები. ესენი არიან გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი კარლ-გეორგ ვალმანი, რომელსაც რუსეთში 2019 წლადმე შესვლა აეკრძალა, ასევე გერმანიის პარლამენტის კიდევ ერთი წევრი მიხაელ ფუქსი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების მოწოდებით არაერთხელ გამოსულა.
აკრძალვა ასევე შეეხო ევროპარლამენტის წევრ რებეკა ჰარმსს და „მწვანეთა” პარტიის წევრ დანიელ კონ-ბენდიტს. აკრძალვები ძირითადად გერმანელ მაღალჩინოსნებს ეხებათ. „შავ სიაში“ მოხვდნენ ასევე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სტატს-მდივანი კეტრინ ზიდერი, გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორი კარლ მიულნერი და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ბერნდ პოსელტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები