პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის აქტივს საოლქო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად წარუდგინა. სააგანტო „უნიანის“ ინფორმაციით, ამ პოსტზე სააკაშვილის წარდგენის ცერემონია ოდესაში გაიმართა. სააგენტოს ცნობით, წარდგენაზე ოდესის საქალაქო ადმინისტრაციის გარდა, მისულები არიან საზოგადოების წარმომადგენლები. საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან სააკაშვილს უკრაინის დროშებით აქტივისტები შეხვდნენ.