პეტრო პოროშენკო დონბასში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის იმ რაიონებში იმყოფებოდა, რომელსაც კიევის ხელისუფლება აკონტროლებს. სლავიანსკში პოროშენკომ კურსდამთავრებულებს ატესტატები გადასცა, ხოლო კრამატორსკში მანქანათმშენებელი ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ქალაქის აღსადგენად 240 ათასი დოლარი გამოიყოფა. რეგიონების აღდგენისთვის პოროშენკო დასავლეთის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უკრაინის ოფოციალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილურობის ნიშნები გაჩნდება, ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების მოსახლეობა თავის შეცდომას მიხვდება და უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები