აშშ-მ კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ოფიციალურად ამოიღო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყბა.
„შეერთებულ შტატებს აქვს სერიოზული აზრთასხვადასხვაობა კუბის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ შეეხება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების კატეგორიში მის არსებობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამამ ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან კუბის ამოღების რეკომენდაციით კონგრესს 14 აპრილს მიმართა. იმის გამო, რომ კონგრესის წევრებმა ობამას ინიციატივაზე უარი არ უთხრეს, 45 დღის ვადაში დოკუმენტი ოფიციალურად შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები