ტეხასის და ოკლახომას შტატში წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

28 ადამიანი დაიღუპა ამერიკის ოკლახომას და ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის გამო. სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაკარგულად ითველება. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა. შტატს, რომელიც ძლიერი ტორნადოს, ქარის და წვიმების შედეგად დაზარალდა, ფედერალური ხელისუფლება დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები