ტულაში 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი მოკლეს

რუსეთის ქალაქ ტულასთან მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვის გვამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ტულის ოლქის საგამოძიებო კომიტეტში შეატყობინეს. მათივე ცნობით, ყველა ცივი აიარაღით არის მოკლული.
კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი – 30 წლის მამაკაცი დაკავებულია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები