საროკოზიმ თავის პოლიტიკურ პარტიას სახელი შეუცვალა

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიას “კავშირი სახალხო მოძრაობა”, ამიერიდან “რესპუბლიკელები” ერქმევა. რებრენდინგს საფრანგეთის ოპოზიციური პარტიის 83-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მთლიანი ნაცია რეპუბლიკელები არიან და სარკოზის ამგვარი საქციელი არასწორია.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, თითქმის 70 პროცენტი ფიქრობს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება დაირქვას “რესპუბლიკელი”.
ვარაუდობენ, რომ საკროზი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებას კვლავ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები