რუსეთი ესტონეთიდან და ლატვიიდან თევზის კონსერვების იმპორტს კრძალავს

რუსეთის მთავრობა ესტონეთიდან და ლატვიიდან თევზეის კონსერვების იმპორტს კრძალავს. როგორც სააგენტო „იტარ ტასს“ ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია ტროფიმოვამ განუცხადა, ლატვიის და ესტონეთის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლებთან ტექნიური კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
ესტონეთიდან და ლატვიიდან ახალი და გაყინული თევზის შეტანა რუსეთში 2015 წლის აგვისტომდე არის აკრძალული, თუმცა კონსერვები ამ სიაში ახლა დაამატეს.
„იტარ ტასის“ ცნობით, „როსეელხოზნადზორი“ მიმდინარე წლის 18 მაისიდან ლატვიის და ესტონეთის თევზის საწარმოების ინსპექტირებას აწარმოებდა და იქ გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები