ყაზახეთის დედაქალაქში სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უცნაური გაზონი დააფიქსირეს, სადაც დათესილი მცენარეები ძალიან ჰგავს მარიხუანას.
„ასტანას ცენტრში ვსეირნობდი და უცებ აი ეს მშვენიერი გაზონი დავინახე. მგონი ვიღაცას მცენარეების თესლი შეეშალათ,“ – წერს ფეისბუკი“ ერთ-ერთი მომხმარებელი.
ეს უცნაური გაზონი Yvision.kz-ს მომხმარებელმა ტიმა ჯორდანომაც დააფიქსირა. მან ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და დაწერა, რომ ასტანის გამწვანებაზე პასუხისმგებელი პირები უკვე გავიდნენ ადგილზე ამ საკითხის შესასწავლად. მომხარებელმა დაწერა, რომ ასტანის პირობებში გაზრდილ მარიხუანას ნარკოტოკის თვისება არ აქვს, ვინაიდან ამას ადგილობრივი ჰავა ხელს არ უწყობს.