"დინამო თბილისს" ქუთაისის დასატოვებლად საპატრულო ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა

“დინამო თბილისი” ქუთაისს საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით ტოვებს. საპატრულო პოლიციის დახმარებით ქუთაისი უკვე დატოვეს ფანკლუბის წევრებმა. სტადიონზე მომხდარი ჩხუბის შედეგად “დინამო თბილისის” რამდენიმე ფეხბურთელი დაშავებულია. დაშავებულები არიან ”დინამოს” ფანკლუბ ”გლადიატორების” წევრებიც. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე უკვე აღმოუჩინეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჩხუბით დამთავრდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0 უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები