ჩინეთში სერიული პედოფილი სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ერთ-ერთ პროვინციაში მასწავლებელი – პედოფილი სიკვდილით დასაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, მან 26 ბავშვი გააუპატიურა, რომელთა ასაკი 4-დან 11 წლამდე მერყეობდა. ეს ინფორმაცია ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. სიკვდილით დასჯა 4 პედოფილიდან კიდევ ერთს მიუსაჯეს, ოღონდ გასაჩივრების უფლებით. ბოლო დროს ჩინეთში ამ სახის დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. ორი წლის განმავლობაში ჩინეთში 7 145 საქმე იყო დაფიქსირებული, რომელიც პედოფილიას ეხება.