იტალიის სასამართლომ ვეგეტარიანელი დედა დაავალდებულა, რომ შვილს ხორციანი კერძები მოუმზადოს

იტალიაში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით ვეგეტარიანელმა ქალმა საკუთარ შვილს ხორციანი კერძები უნდა მოუმზადოს.

როგორც გაირკვა, ამ ქალმა ჯერ კიდევ 2006 წელს გადაწყვიტა ხორციან კერძებზე უარი ეთქვა და შესაბამისი დიეტა შვილსაც დაუნიშნა. ამან ბავშვის მამის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. იმის გამო, რომ მშობლები გაყრილები იყვნენ, მამა შვილს დასვენების დღეებში ხვდებოდა და მას ხორციანი და რძის კერძების ჭამის უფლებას აძლევდა, ასევე „მაკდონალდსში“ დაჰყავდა. თავის მხრივ, დედა აცხადებდა, რომ მამასთან შეხვედრების შემდეგ ბავშვს მუცელი სტკიოდა. ამის შემდეგ მამაკაცმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც დედა დაავალდებულა, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ ბავშვს ხორციანი კერძი მოუმზადოს, ხოლო მამას უფლება მიეცა, ბავშვთან შეხვედრების დროს მას ხორცინი კერძები მხოლოდ ორჯერ აჭამოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები