ყირიმელი თათრების მილი-მეჯლისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმელი თათრების მილი-მეჯლისის ხელმძღვანელის რეფატ ჩუბაროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც ყირიმის პროკურორმა ნატალია მოკლონსკაიამ განაცხადა, ჩუბაროვი „სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შეცვლის“ მოწოდებებით გამოდიოდა.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პოკლონსკაიას განცხადებით, ჩუბაროვი ამჟამად ყირიმში არ იმყოფება და მასზე ძებნა გამოცხადდა. უკრაინის „მე-5 არხის“ ეთერში ჩუბაროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმი უნდა დაიბრუნოს იმისთვის, რომ „შედგეს, როგორც სახელმწიფო“. მისი თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყირიმი ისევ უკრაინის შემადგენლობაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები