FIFA-ს შენობაში ევაკუაცია განხორციელდა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციურიხის პოლიციაში ანონიმური სატელეფონო ზარი შევიდა, FIFA-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
ეს ცნობა შვეიცარიელმა სამართალდამცველებმაც დაადასტურეს.
FIFA-ს შტაბბინაში მყოფ ჟურნალისტებს უკვე დაატოვებინეს შენობა, შემთხვევის ადგილზე კი პოლიციელებიც გააგზავნეს.
ამ დროისთვის უცნობია, განახლდება თუ არა ფიფას კონგრესის სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.