კიევში „სუხიშვილებმა“ „ხორუმი“ უკრაინის დროშის თანხლებით შეასრულეს
ქართული ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები” კიევში მაყურებლის წინაშე უკრაინის დროშით წარსდგა.მოცეკვავეებმა საბრძოლო ცეკვა “ხორუმი”უკრაინის დროშის თანხლებით შეასრულეს. მაყურებელი მათ ფეხზე წამოუდგნენ.
“სუხიშვილები” უკრაინაში ყოველწლიური გასტროლებით იმყოფება და კონცერტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. ქართულ ანსამბლს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დიდი ოვაციებით ხვდებიან. “სუხიშვილები” ტურნედან სამშობლოში 16 მარტს დაბრუნდებიან.