საზარელი მკვლელობა – ბაქოში 5 წლის ბავშვი მოკლეს

აზერბაიჯანის დედაქალაქში საზარელი მკვლელობა მოხდა. 1news.az-ის ცნობით, ხუთი წლის გოგონას ცხედარი მისი სახლის სიახლოვეს იყო აღმოჩენილი. პოლიციის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი – ბავშვის მეზობელი, 30 წლის იაკოვ ჩერნოვი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა ბავშვი საკუთარ ეზოში შეიტყუა და მისი გაუპატიურება სცადა, ხოლო როდესაც გოგომ ყვირილი დაიწყო, ის გაგუდა. ამ ფაქტთან დკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები