ინდოეთში ძლიერი სიცხე კლებას იწყებს

ინდოეთში ძლიერი სიცხე, რომლის გამო დაახლოებით 1700 ადამიანი დაიღუპა, ნელ-ნელა კლებულობს. სინოპტიკოსები დაზარალებულ რეგიონებში წვიმასაც კი ვარაუდობენ.

თერმომეტრმა უმაღლეს მაჩვენებელს ტელანგანას შტატში მიაღწია, 45 გრადუსი ცელსიუსით.

წვიმას უკვე ხუთშაბათისთვის ელოდებიან. წვიმების სეზონი კი მაისის ბოლოს კერალას შტატში უნდა დაიწყოს, ქვეყნის სამხრეთით. შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები