ტაჯიკეთის ინტერნეტმომხმარებელებს სოციალური ქსელები დაუბლოკეს
ტაჯიკეთის ინტერნეტმომხმარებლები ირწმუნებიან, რომ მათ ინტერნეტ წვდომა ვებ საიტებსა და სოც. ქსელებზე შეზღუდული აქვთ.
ოთხშაბათ საღამოს ტაჯიკეთში დაბლოკეს წვდომა სოც ქსელებზე და ასევე ტაჯიკეთის რადიო მომსახურების Свобода” და “Asia-plus”.
ბი-ბი-სი-ს ცნობით, რუსეთის კავშირგაბმულობის სამსახური მსგავს დაბლოკვებსა და შეზღუდვებს საიტებზე უარყოფს.
თუმცა, ტაჯიკეთის ინტერნეტ მომსახურების ასოციაცია და სხვა ინტერნეტ კომპანიები ადასტურებენ ინფორმაციას საიტებზე შეზღუდვას, გაუკრვეველი მიზეზების გამო.
ტაჯიკეთის ინტერნეტ მომსახურების ასოციაციის ხელმძღვანელის სიტყვების თანახმად საიტების დაბლოკვა შესაძლოა უკავშირდებოდეს სოც ქსელში, პოლიციის სპეც დანიშნულების მეთაურის გულმუროდ ჰალიმოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.