ბაღდადში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა ბაღდადის პრესტიჟული სასტუმროების ავტოსადგომებზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. 13-მა ადამიანმა ჭრილობა მიიღო.
როგორც ერაყის სამართალდამცველი სტრუქტურები იუწყებიან, ერთ-ერთი ავტომობილი სასტუმრო „შერატონთან“, ხოლო მეორე – სასტუმრო „ვავილონთან“ აფეთქდა. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ასევე ავტომობილში იყო დამონტაჟებული, გამნაღმველებმა გაუვნებელყვეს.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომელიც ამჟამად ბაღდადის სიახლოვეს, ერაყის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლას აწარმოებს. ბაღდადში 2015 წლის თებერვლიდან საკომენდანტო საათი გაუქმებული იყო, ვინაიდან, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ტერაქტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა.