ვულკანის გამო იაპონიის კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კუტინიერაბიძიმაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. კუნძულზე 137 ადამიანი ცხოვრობს და მათ მეზობელ კუნძულ იაკუსიმაზე გადაიყვანენ, სადაც ამ ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებელი უკვე მოწყობილია. ერთმა ადამიანმა სახის დამწვრობა მიიღო, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვულკან სინდაკეს ამოფრქვევა პარასკევს დილით დაიწყო. მთავარმა მეტეოსამსახურმა მას მეხუთე, ყველაზე მაღალი საშიშროების დონე მიანიჭა. ამის გამო მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. ბოლო თვეებში იაპონიაში ვულკანური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იაპონიის კუნძულებზე მსოფლიო ვულკანების 7% მდებარეობს.