პეტრო პოროშენკოზე თავდასხმა იგეგმებოდა

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე მისი ინაუგურაციის დღეს თავდასხმა იგეგმებოდა. ასეთი განცხადება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ვალერი გელეტაიმმა გააკეთა. მისი თქმთ, პრეზიდენტის ესკორტის გზაზე ნაპოვნია კასრი, რომელშიც ლურსმნები და ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. კასრი სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის შენობასთან, ღობეზე იყო დამაგრებული და მობილური ტელეფონის სიგნალით უნდა აფეთქებულიყო.
გელეტაის ინფორმაციით, კასრი შემთხვევით იყი აღმოჩენილი. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბუჩქებში ხმაური გაიგეს და იმ ადგილის შემოწმება გადაწყვიტეს. პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია უმაღლესი რადას შენობაში 2014 წლის 7 ივნისს გაიმართა. იმ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის სიახლოვეს ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები