კერიმ და ლავროვმა უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს, ასევე სხვა კონფლიქტური რეგიონების მდგომარეობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი იუწყება.
საუბრის დროს განხილული იყო უკრაინის საკითხზე დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა, როგორც კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება. კერიმ და ლავროვმა ასევე ახლო აღმოსავლეთში კრიზისების მოგვარების საკითხები განიხილეს და ამ საკითხში რუსეთისა და აშშ-ს ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობა. საუბარია იემენის და სირიის კრიზისებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები